მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალ ჯივიპი დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. ახალ ქსელზე საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.

პროქეტის საინვესტიციო ღირებულება 100 000 ლარზე მეტია.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ჯივიპი ხვალ, 3 აპრილს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. 

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 აპრილს ღამის 23:00 საათიდან 4 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 დიდუბის რაიონში:

წერეთლის გამზირის ნაწილს, ხოშარაულის, აგლაძის, კარგარეთელისა და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის გამზირის, თევდორე მღვდლის და წინამძღვრიშვილის ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge