მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვალ საქართველოში თოვლჭყაპია მოსალოდნელი

თოვლი თბილისში

25-26 მაისს საქართველოში უამინდობა გაგრძელდება. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ხანმოკლე წვიმები ელჭექით, სეტყვა და ცვალებადი მიმართულების ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში Pia.ge-ს განუცხადეს, რომ ღამით აღმოსავლთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, მათივე პროგნოზით იქნება სეტყვაც.

საქართვლოს მთელს ტერიტორიაზე იქროლებს ცვალბადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით 4-9 გრადუსი ინქება, დღისით კი ტემპერატიუტა 11-16-მდე აიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 15-20 გრადუსი.