საზოგადოება

ხვალიდან პენსია გაიზრდება

მოხუცის ხელები
21:26 30.06
დაკოპირებულია

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება და ისინი ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით 410 ათასზე მეტი პენსიონერი ისარგებლებს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარი გახდება.

„ეს იქიდან გამომდინარე, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:

მთავრობის განმარტებით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

ქართული ჯარი

ქართველი სამხედროები ნატო-ს ეგიდით ავღან...

ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შ...
33 წუთის წინ
ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის ,,COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში, სუნთქ...
45 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს „...
13:13
თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი მან სოციალური ქსელ...
13:04
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული 2020 შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობ...
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს....
კასპში საპირფარეშოში გარდაცვლილი ჩვილი ი...
კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინ...
უგულავა მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართვე...
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქვს, ჩემი აზრით, განსხვავე...
მცირეწლოვანი, რომელიც მე-6 სართულიდან გა...
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმო...