მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

ბინების გადაცემა დევნილებისთვის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა.

დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, ჯამში 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 22 655 დევნილი ოჯახი განსახლდა.