მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კინოთეატრ „საქართველოსთან“ ხანძარი ლიკვიდირებულია

სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

კინოთეატრ „საქართველოსთან“, ღრმაღელის ჩიხის 4 ნომერში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ბარაკის ტიპის 2 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ძველი ელექტროობის პრობლემის გამო გაჩნდა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.