სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში ყირიმ-კონგოს გავრცელების პრევენციისთვის 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დამუშავდა.
„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და ბუნებრივ კეროვან ინფექციას წარმოადგენს. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma) ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს“,-ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებულმა დადებითმა მოლოდინმა ნავთობის ფასი გააძვირა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.