მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლინიკა „გული“ დაიხურა - ინფიცირებულია თანამშრომლების დიდი ნაწილი

კლინიკის ლოგო

კლინიკა „გული“ კორონავირუსის გავრცელების გამო 10 დეკემბრამდე დაიუხურა. ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე ვრცელდება.

„კლინიკა „გულის“ 25 წლიან ისტორიაში პირველად ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში.

მიუხედავად ჩვენ მიერ მკაცრი და დროული ღონისძიებების გატარებისა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე ჩვენს კლინიკაშიც გავრცელდა ვირუსი.

დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა, ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგია.

ჩვენი ექიმები მზად არიან პაციენტებს გაუწიონ სატელეფონო კონსულტაცია.

მადლობას გიხდით ერთგულებისა და მოთმინებისთვის“, - წერს კლინიკის დირექტორი ანზორ მელია.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულია კლინიკის 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ანზორ მელია.