მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საავტომობილო გზები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაისუბანი-პატარა გორის მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 2200 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.

„გზასთან ერთად მოეწყო ლითონის მილი, რკინა ბეტობის კიუვეტები, ლითონის დამცავი ზღუდარები, გაბიონის საყრდენი კედელი და არსებულ ხიდზე შეიღება მოაჯირები. პროექტის საერთო ღირებულება 780 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დაიწყო გასული წლის დეკემბერში და დასრულდა მიმდინარე წლის ივნისში. ახალი გზით სოფელში მცხოვრები ასამდე ოჯახი ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.