მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

ექთანი

ახალციხელი მედდა 27 წლის მეგი ბაქრაძე რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მედდა საუნივერსიტეტო კლინიკაში 18 მარტს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი პაციენტის გარდაცვალებამდე ამბობდა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მედდა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 12:15 წუთზე აიცრა. 27 წლის ქალი, ანამნეზზე დაყრდნობით, გრიპის საწინააღმდეგო აცრას რეგულარულად იტარებდა და არ აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები.