მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია „აჭარაბეთმა “100 იაგუარი გაათამაშა! - 100-დღიანი გათამაშება დასრულდა

მოიგე მანქანა ყოველდღე

კომპანია „აჭარაბეთის“ უპრეცედენტო 100-დღიანი გათამაშება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს დაიწყო, დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარაბეთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გათამაშება, 100 დღის განმავლობაში ყოველდღე იმართებოდა. ამ დრომდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 300-მა  ადამიანმა მოიგო იაგუარის მარკის ავტომობილი და წილი 1.000.000 ლარიდან.

„აჭარაბეთი“, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით. ამჯერადაც გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ისეთი აქცია შეგვეთავაზებინა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნდა. 100 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვათამაშებდით 3 პრიზს: იაგუარის მარკის ავტომობილს და წილს 1 მილიონი ლარიდან. ამ 100 დღის განმავლობაში  გამოვიარეთ მსოფლიო პანდემია, კარანტინი, კომენდანტის საათი... თუმცა შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, „აჭარაბეთის“ გათამაშება არ გაჩერებულა, ჩვენი ამოცანა იყო, ამ რთულ დროსაც კი ყოველდღიურად გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და გვეთქვა: გილოცავთ, თქვენ მოიგეთ!.. 100 დღის განმავლობაში გვყავს 300 გამარჯვებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ვულოცავთ მათ გამარჯვებას და  ჯანმრთელობასა და წარმატებას ვუსურვებთ“, - აცხადებენ „აჭარაბეთში“.