მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია „აჭარაბეთის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით პირველი ციფრული ტექფესტივალი „aTech Restart“ გაიმართება

კომპანია აჭარაბეთის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით პირველი ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ გაიმართება

„აჭარაბეთის“ ინფორმაციით, კომპანია „აჭარაბეთისთვის“ მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. „აჭარაბეთი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. მათ შორისაა, პირველი ციფრული ტექფესტივალი „aTech Restart“, რომლიც „აჭარაბეთის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად  გაიმართება.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტექფესტივალის თემაა „ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან“, ფესტივალი 18-21 ივნისს მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა იმის შესახებ, „როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?“

გამარჯვებულებისთვის კომპანია „აჭარაბეთი“ დამატებით 20.000-ლარიან საპრიზო ფონდს  გამოყოფს.

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს, როგორებიც არიან:

ზურა ჯიშკარიანი - თემა: ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია

acharabeti_o_h.jpeg

სოფიო გაჩეჩილაძე - თემა: მომხმარებლის გამოცდილება - ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის

acharabeti_o_h.jpeg

დავით ჩეჩელაშვილი - თემა: გართობის ინდუსტრიის მომავალი

acharabeti_o_h.jpeg

ირაკლი დავარაშვილი - თემა: პირველი ქართული ინტერაქტიული კინოთამაში

acharabeti_o_h.jpeg

ვახო მდივანი - თემა: მომხმარებლის გამოცდილება - მარკეტინგის გემიფიკაცია

acharabeti_o_h.jpeg