საზოგადოება

კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა

შემოსავლების სამსახურის შენობა ახლოდან
12:42 11.07
დაკოპირებულია

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა. დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ამავე დადგენილებში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კორ...
10:44
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყ...
10:37
ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე გიდი ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე იქნება. ამის შესახებ ინ...
10:24
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკ...
10:10
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. „ქართული ოცნება“ - საქართველოს ხელისუფლება, ქ...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
22:29 07.08
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტრ...
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით...
უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყა...
„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყან...
ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდე...
საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინ...