მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისია მედიის მნიშვნელობაზე

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით,  მაუწყებელი კანონით ვალდებულია, პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების შემთხვევაში, მას სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები დაურთოს.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ასევე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი კანონით ვალდებულია, პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების შემთხვევაში, მას სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები დაურთოს.

„მთავარი არხის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუები 30 წუთს აღემატებოდა, შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს, რითაც მაუწყებელმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია“, - ნათქვამია განცხადებაში.