საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისია
16:26 კვი. 25 ოქტომბერი
დაკოპირებულია

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიაში ავრცელებენ.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონის ვალდებულებების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები.

„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეო-რგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან“ შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, ქმედების შეფასებას და შესაბამისად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე იღებს.

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნკაციების კომისიამ საჯარო სხდომა დღეს, არასამუშაო დღეს გამართა.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
12:22
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა,...
30 წუთის წინ
მისი თქმით, თუ პირს ანტიგენზე დადებითი პასუხი ექნება, ის „პისიარ“ კვლევაზე გადამოწმებას აღარ დაექვემ...
38 წუთის წინ
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან გარკ...
41 წუთის წინ
მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუ...
42 წუთის წინ
ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით“

აკაკი საღირაშვილი: ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქ...

მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნე...
52 წუთის წინ
Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგის...
ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომ...
„25 ლარიანი ვაუჩერი არის არა დახმარება,...
როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუც...
კახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს პლაკატ...
როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემ...