მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გარდა რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ყნოსვა დაკარგოს? - ექიმის განმარტება

კორონავირუსი გემოს დაყნოსვის დაკარგვას იწვევს

„წინამორბედი ნიშნების გარეშე, ყნოსვის უცაბედი დაკარგვა საყურადღებოა, დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ კოვიდინფექცია აქვს ადამიანს“, - ამის შესახებ ექიმმა, ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „პირად ექიმთან“ განაცხადა. 

ოტორინოლარინგოლოგმა, ასევე, განმარტა რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ყნოსვის დაკარგვა და უკავშირდება თუ არა ის მხოლოდ კოვიდ19-ს?

ექიმის განმარტებით, ყნოსვის დაკარგვა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ადამიანებისთვის.

ამასთან, გიორგი გოგნიაშვილი განმარტავს, რა მიზეზით შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ყნოსვა და რით შეიძლება ის გამოწვეული იყოს.

ექიმის თქმით, ყნოსვის დაკარგვა კოვიდვირუსამდეც არსებობდა, თუმცა, კოვიდ 19-ის პირობებში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.

ექიმის ინფორმაციით, 2 სახის ყნოსვის დაკარგვა არსებობს.

„კერძოდ, ყნოსვის დაკარგვა - ეს არის ჰიპოსმია ანუ ნაწილობრივი დაკარგვა, ანუსმია - სრული დაკარგვა. ესეც ინდივიდუალურია, ზოგ შემთხვევაში გამოხატულია ნაწილობრივი დაკარგვა, ზოგ შემთხვევაში კი სრული დაკარგვა, რომელიც ძალიან შემაწუხებელია ადამიანისთვის.

რა თქმა უნდა, კოვიდამდე არსებობდა ეს სიმპტომები. საკმაოდ ხშირად მოდიოდნენ ადამიანები ჩემთან ამ სიმპტომებით, შესაბამისად, ხდებოდა დიაგნოსტირება თუ რატომ ხდება ეს. ამ შემთხვევაში არსებობს 2 სახის ყნოსვის დაკარგვა, რაც პირდაპირ მიბმულია გემოვნების დარღვევასთან. ეს არის პერიფერიული, უშუალოდ ცხვირიდან გამოწვეული და ცენტრალური, შესაძლებელია, იყოს ტვინიდან გამოწვეული.

ამის დიფერენციაცია არცთუ ისე მარტივია, თუმცა არსებობს გამოკვლევის მეთოდები, რომელიც ასაბუთებს ამ დიაგნოზს.

ეს არის უშუალოდ პერიფერიული ყნოსვის დაკარგვის გამორიცხვა ანუ ცხვირის პათოლოგიების აღმოჩენა. ეს შესაძლებელია იყოს ძგიდის გამრუდება, რინიტი, სინუსების ანთება, პოლიპოზი, სეზონური ინფექცია, სუნთქვის დარღვევა. ეს ამარტივებს დიაგნოზის დასმას. ეს ძირითადად ხდება კომპიუტერული ტომოფრაფიის საშუალებით. საყნოსავი ბოჭკოები, რომელიც ცხვირშია მოთავსებული კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ძალიან კარგად ჩანს. თუ რაიმე პათოლოგიაა, შესაძლებელია, ეს იყოს მიზეზი და დავადგინოთ ყნოსვის პერიფერიული პათოლოგია. თუ ეს არ არის, მაშინ ვფიქრობთ ცენტრალურ დაზიანებაზე, რომელიც ტვინშია გამოწვეული და ამ შემთხვევაში ვამისამართებთ ნევროპათოლოგთან“, - ამბობს გიორგი გოგნიაშვილი.

როგორ უნდა განვასხვავოთ ყნოსვის დაკარგვა ჩვეულებრივი გრიპისგან არის გამოწვეული თუ კორონავირუსს უკავშრდება?

ექიმის ამბობს, რომ კოვიდს უცაბედი ყნოსვის დაკარგვა ახასიათებს.

ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური სიმპტომატიკით მიმდინარეობს ეს პათოლოგია, რაც, ასევე, ძალიან საინტერესოა. ამერიკაში სხვა სიმპტომატიკა ახასიათებს, გერმანიაში კი სულ სხვა.

უშუალოდ ანუსმიაზე შევჯერდით იმაზე, რომ კოვიდის დროს ყნოსვის დაკარგვა უცბად ვითარდება, ანუ შესაძლებელია უცებ დაიკარგოს ყნოსვა. ეს სიმპტომატურია ამ ვირუსისთვის და პაციენტები, რომლებსაც გადატნილი აქვთ კოვიდინფექცია, აღნიშნავენ ყნოსვის უცაბედ დაკარგას, რაც არ ახასიათებს პერიფერიულ დაზიანებას. სხვა შემთხვევაში ნელ-ნელა ვითარდება ყნოსვის დაკარგვა. ძირითადი სიმპტომი ეს არის ყნოსვის უცაბედი დაკარგვა. ამით შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ გვაქვს კოვიდი და არა სხვა რამე“, - განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ ყნოსვის დაკარგვა, ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიულმა რინიტებმა, არსებობს რინიტების მთელი წლის განმავლობაში არსებული ფორმები.

„როდესაც ალერგიული რინიტი მწვავე ფაზაშია, ამ დროს ხდება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, შესაბამისად ეს აწვება ყნოსვის ბოჭკოებს, რომელიც პერიფერიულად არის განლაგებული ცხვირში და ამან შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვის დაკარგვა“, - აღნიშნა ოტორინოლარინგოლოგმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საქართველოში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 Pfizer, Moderna, Astrazeneca - რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო

🔴 თბილისი 1 249, აჭარა 516 - კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში