მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსოა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია თბილისში

წერეთლის გამზირზე,  საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებიგან გამომდინარე დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 1 თავდამსხმელია შეჭრილი, რომელსაც 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ვაჟა სირაძე: მიკროსაფინანსოში 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირია

🔴 წერეთლის მეტროსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები