მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა

ღია სივრცეში საქორწილოდ გაფორმებული მაგიდები და სკამები

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„გვესმის, რომ ბევრ ადამინს ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აიკრძალა. ვუბრუნდებით კვლავ ადრინდელ მდგომარეობას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

აკრძალვა, ხვალიდან, 10 სექტემბრიდან, შევა ძალაში.

ქვეყანაში, პირველად, სარიტუალო ღონისძიებები მიმდინარე წლის 23 მარტს აიკრძალა.