თბილისში, კოტა აფხაზის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კაფე „მლუმში“ გაჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.