მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადასცეს

კორონავირუსის გამო ხანდაზმულ თანამშრომლებს პროდუქტები გადასცეს

თბილისის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს დედაქალაქის მერის მოადგილენ ნობათები გადასცა.

არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან.

"პროდუქტი, დაახლოებით, ერთ თვეზეა გათვლილი. რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გვერდში დავუდგებით ჩვენს თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ათეული წლებია, კულტურის სფეროს ემსახურებიან", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ცნობისთვის საქარტველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ადამიანები სახლიდან არ გამოდიან, ხოლო დასაქმებულების უმრავლესობა დისტანცირებული მუშაობის რეჟიმზეა გადასული.