კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობები მოსახლეობის მიერ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც ტერიტორიის სრულ მოწესრიგებამდე ჩატარდება, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“ (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება.
კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს იანვრის ბოლომდე, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
„ახალმა კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 3 წლის წინ, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე ახალი მტკიცებულებები, რომელიც ამ დრომდე გახმაურებული არ იყო.
„ორი დღეა ვფიქრობ, რა გვჭირს ასეთი, რომ გამარჯვებაშიც არ ვართ ერთიანი. ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მთავარ ოკუპანტს, რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 12-წლიანი დავა მოუგო და ახლა ქვეყანაში ვდავობთ, ეს „ნაციონალების“ გამარჯვებაა თუ „ქართული ოცნების“. არადა საქართველო არცერთი პოლიტიკური გუნდის საკუთრება არ არის, ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა და გამარჯვებაც საერთოა“, - ამ სიტყვებით იწყებს მონოლოგს ტელეწამყვანი იმედა დარსალია გადაცემაში „ახალი კვირა“.
რუსთაველის გამზირზე, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო „სეირნობას“ მართავენ.