მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ

ანზორ ლემონჯარია დაიკარგა

არსებული ინფორმაციით, 77 წლის ანზორ ლემონჯარია საავადმყოფოდან სამი დღის წინ გაიპარა და ამ დრომდე ვერ იპოვეს.

სავარაუდოდ, კაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. მას სიმსივნიდან გამომდინარე მეხსიერების პრობლემა აქვს.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მომხდარ ფაქტზე კომენტარი ხვალ გაკეთდება.