მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში პოლიციამ გოგი წულაია დააკავა

გოგი წულაია დააკავეს

ხმაური იყო დღეს ქუთაისის ცენტრში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა გოგი წულაია დააკავა.

მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლით , პოლიციელიელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის დროს პატრულმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოთხოვა, რომელიც პარტია ”თავისუფსლი საქართველოს” თანათავმჯდომარეს მანქანაში ჰქონდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ასევე განუცხადა წულაიას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მას პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების შემდეგ, გამონათქვამისთვის “დედას გიტირებთ” ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კორუფციის ნიშნებს ხედავს გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ხალხის გაჭივრებაზე ხელისუფლება და საბანკო სისტემა ითბობს ხელს. სხვა შემთხვევაში რა მიზანი უნდა ყოფილიყო უამრავი ადამიანი უმუშევრად დატოვევა, როდესაც ისინი სხვებზე უკეთ არიან დაცული ვირუსისაგან , რადგანაც გამოყოფილ, დახურულ სივრცეებში მუშაობდბენ.

გოგი წულაია მთავრობისაგან სავალუტო პუნქტების გახსნას მოითხოვს.