მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალში, აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო გამოკვლევები უტარდებათ

ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალში აქცია „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ მიმდინარეობს.

ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალში აქცია „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას აწარმოებენ კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები: ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი , ნევროპათოლოგი, ტრავმატოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.

პაციენტებს უტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები.

აქცია ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით.

ინფორმაციისთვის, ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით მედიკამენტები უფასოდ გაიცემა.