საზოგადოება

„ქვეყანას, სადაც ახალგაზრებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს“- ევანგელისტურ - ბაპტისტური ეკლესია

გურია, ბუკნარი
1610549635
დაკოპირებულია

გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსულმან მაცხოვრებლებს შორის დაწყებულ კონფლიქტს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია გამოეხმაურა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის მოძულეობისა და ირაციონალური შიშის ურჩხულმა კიდევ ერთხელ წამოყო თავი საქართველოში.

ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო.

„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელiც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრაელებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომელიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი.

„ჩვენს ხელისუფლებას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული.

ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვივებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით. ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს.

საქართველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად. ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმინდესი მოვალეობაა“, - აღნიშნულია ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

*ფოტო ეკუთვნის gurianews.ge

ინფექციური კლინიკის
დირექტორი თენგიზ
ცერცვაძე, 2020

აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილი ადამიან...

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. 

1611481911

„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

1611498776

თუკი დისნეის ძველი მულტფილმები გიყვართ, სავარაუდოდ, რასისტი ხართ.  ამგვარ განმარტებას აკეთებს სტრიმინგ სერვისი „დისნეი პლიუსი“, რომელმაც 7 წლამდე ბავშვებისთვის ყველასთვის საყვარელი მულტფილმები - „პიტერ პენი“, „დამბო“ და „არისტოკრატი კატები“ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.

1611496900

მზიურის პარკში მოსწავლეთა მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

1611496006

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 

1611493721
ტრაილერები, გადაადგილება

ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვე...

ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. 

„იმედს ვიტოვებ, პირი რომელმაც ადამიანს ნ...

„იმედს ვიტოვებ, ბათუმის ინციდენტი საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი იქნება, რომელიც არასოდეს განმეორდება და პირი რომელმაც ადამიანს ნაგავი დააყარა, უმკაცრესად დაისჯება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როდესაც  აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მას მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა თავზე ნაგავი გადააყარეს.

„აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ...

პოლიტიკური პარტია  „ევროპული სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად გმობენ ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.

1611483787
„ახალ შტამს 60-70%-ით მეტი გადამდებობა ა...

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს 60-7-%-ით მეტი გადამდებობა აქვს.