მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ

ქვეყნები რომლებსაც „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ

PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა პირველი მარტიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე, ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით.

პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები:

⚫სომხეთი

⚫აზერბაიჯანი

⚫უკრაინა

⚫ყაზახეთი

⚫რუსეთი

⚫ბელარუსი

სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, –აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✔️ 25 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

✔️ ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაც ხვალიდან იგეგმება