მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩამონათვალი

მთავრობის რეგულაციები

დღეს, 26 ნოემბერს გახდა ცნობილი თუ რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 👇

⭕21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

⭕ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

⭕ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

დასაშვებია 👇

✅ პროდუქტების გატანა ე.წ. takeaway

✅ „დელივერი“

✅„დრაივი“

✅ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა

✅ ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით

✅ სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა

დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები 👇

⭕ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა

⭕ სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში

⭕ ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები

⭕ სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე

⭕ კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

⭕ სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად

⭕ ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება 👇

ქვეყნის მასშტაბით:

✅ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები

✅ აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში 👇

ქვეყნის მასშტაბით:

✅ ცხადდება უქმე/დასვენების დღეები

✅ აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში

✅ არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა

16 იანვარი - 31 იანვარი 👇

ქვეყნის მასშტაბით:

✅ აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

✅ შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

✅ სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას

✅ საბანკო და საფინანსო საქმიანობას

✅ სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას

✅ დელივერსა და გატანის სერვისებს

✅ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას

✅ ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს

✅ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს

✅ აგრარული ბაზრობის მუშაობას და ა.შ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.