მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, იქითა კვირა დღემდე მოვიდეს და მოინანიოს“ - მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდში დაპირისპირებაზე

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ეპარქიაში მის წინააღმდეგ გამოსულ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს და სინანულისკენ მოუწოდებს. 

„მე ყველას მოვუწოდებ სინანულისკენ, ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ ამბოხში მიიღო და აგრძელებს მონაწილეობას გონს მოვიდეთ. უფსკრულის წინაშე დგანან და საქართველოს გადაჩეხვაც უნდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ საქართველო მათ არ გადაჰყვება, ჩვენ გაგვაჩნია იმის ძალაც და შესაძლებლობაც, რომ ეს მოქმედებები ავლაგმოთ. მაგრამ ეს არ არის ძალისმიერი მეთოდები, ეს არის ეკლესიური მეთოდები და ამ მეთოდებს ჩვენ გამოვიყენებთ.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, უკვე საბოლოოდ და ვადას ვაძლევ იქითა კვირა დღემდე, რომ ყველა ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობდა მოვიდეს და მოინანიოს.

პეტრემ და თავისმა დამქაშებმა, რომლებიც ჩემს ეპარქიაში არ არიან, მაგრამ ჩემს ეპარქიას ეხებიან ბინძურად, მათაც ვაფრთხილებ, იმიტომ, რომ ვარ სინოდის წევრი და რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავაყენებ სინოდზე ძალიან მკვეთრად, ამ საკითხის გადადება აღარ შეიძლება,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„სამარცხვინო“ და „ცრუ“ - ამ შეძახილებით შეხვდნენ მეუფე სტეფანეს დიაკვნები. მეუფე სტეფანემ მონასტრის ტერიტორია სამართალდამცველების თანხლებით დატოვა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔴 დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს მონასტერი დაატოვებინეს

🔴 „სექტას ემსგავსებიან“ - მეუფე იაკობი ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე