მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვრივიშვილი: სვანეთში მყოფ ყველა ტურისტთან ვამყარებთ კომუნიკაციას

ყველასასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან  ვამყარებთ კომუნიკაციას, რათა ვიყოთ სრულ კოორდინაციაში გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებით

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მისი თქმით, სვანეთში ყველა განთავსების ობიექტთან დამყარებულია პირდაპირი კონტაქტი, რათა შესაძლებელი გახდეს სრული მზადყოფნა კოორდინაციაში გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებით.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

„თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან სხვა საკარანტინო სივრცეებში. ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, მესტიაში დღეს, 10 აგვისტოს, კოვიდინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. რის შედეგადაც, გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.