მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთის მერმა ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ლანჩუთის მუნიციპალიტეტში

ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, რომელსაც შპს „გლობალ სტანდარტ მშენი“ ახორცილებს, რისთვისაც 526 999 ლარი დაიხარჯება. ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად ახორცილებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჯამში 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აცხადებენ ლანჩხუთის მერიაში.