მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთში სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო

ლანჩხუთში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ, ბანკის, საჯარო სკოლის, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, კვების ობიექტებისა და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დამუშავდა.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავიწყეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია. სპეციალისტების მიერ განსაკუთრებით ის ადგილები დამუშავდა, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილდება. სადეზინფექციო სამუშაოები მომავალშიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდება“, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.