მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარნაკადან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავი

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისი თბილისში ლარნაკადან შესრულდა.

მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები. ერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, თბილისის აეროპორტში დახვდა რეანომობილი, რათა იგი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უცხოეთში დახმარება აღმოუჩინეს 20 880 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში , მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11 880 მოქალაქე.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 20 მაისი -ათენი-თბილისი; 22 მაისი -რომი-თბილისი.