მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ლაშა დარსალიამ ონლაონ შეხვედრა გამართა, მაისი 2020 წ.

2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ,  ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგია-საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ნორვეგიის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის გააქტიურებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, რათა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად იდგას საერთაშორისო დღის წესრიგში.