მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ტალახაძემ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

ლაშა ტალახაძე

დღეს, 11 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ატაცში 222 კილოგრამი ასწია ახალი რეკორდი დაამყარა და მორიგ ოქროს მედალსაც დაეუფლა.

მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.

აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველი გოლიათი შტანგასთან მშვიდად მივიდა და წონა დააფიქსირა.

ამის შემდეგ გამოვიდა გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში ლაშას გადაასწრო. თუმცა დროებით – ლაშა ტალახაძე 253 კგ-იან შტანგასთან მივიდა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ ახალ რეკორდს შეუტია 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.

აქამდე ეს რეკორდი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა – 484 კგ.