საზოგადოება

ლევან დავითაშვილი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

ლევან დავითაშვილი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
16:12 19.09
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობას და ღვინის კომპანიებში „წინანდლის ძველი მარანი" და „მეღვინეობა შუმი" ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

„რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. მომავალი 10 დღე ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 10 ათას ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ.

ჩვენ გვახსოვს, წლების წინ, რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ საერთოდ ჩააბარებდნენ და მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას.

რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ყურძნის ჩაბარებისას 12 საათზე მეტი შეყოვნება არსად ყოფილა. ასე რომ წელს მიდის საკმაოდ მშვიდად რთველი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა პროცესის დაძაბვის და პოლიტიზების, მშრომელი ადამიანების ემოციებზე თამაშის, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა, რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, მიუხედავად ჭარბი მოსავლისა და კორონა ვირუსის პანდემიით მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი მიყენებული ზარალისა, ყურძნის მოსავლის დაბინავება ორგანიზებულად მიმდინარეობს და მევენახეებს მოსავლის სრულად და შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობა ეძლევა.

19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 94 ათასი ტონა ყურძენი: 68 ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...