მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „გლავკანალმა“ იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი ელდარ გოგოლაძე გამოაგორა

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი

„ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტის და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ელდარ გოგოლაძის სატელევიზიო ეთერში გავრცელებულ ინტერვიუს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება.

ნიკოლეიშვილის თქმით, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს გასაჯაროება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „უკანასკნელი იაფფასიანი იარაღია“.

ხომ გვაფრთხილებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებშიო და აჰა, ინებეთ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "გლავკანალმა" იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი, კაგებეს პოლკოვნიკი ელდარ გოგოლაძე გამოაგორა - უკანასკნელი იაფფასიანი "იარაღი". сделано в СССР!“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, ინტერვიუ ჩაწერა.