მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

„დავით ჭაკუა „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია“ - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნიკოლეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი.

„რუსთავი 2-ზე“ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილ ჭაკუას საქართველოში ექსტრადაციაა ასახული. ცნობისათვის ჭაკუა წინა, „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ. იმედია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი კვლავაც გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, 3 ივლისს, ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.