საზოგადოება

ლიბერთი ბანკის პროდუქტი „პენსია ჩარიცხვამდე“ გაუქმდა

ლიბერთი ბანკის ფილიალი
1617798812
დაკოპირებულია

ლიბერთი ბანკი მისი პროდუქტის - „პენსია ჩარიცხვამდე“ გაუქმების შესახებ განმარტებას აკეთებს. 

ბანკის ცნობით, პროდუქტი დროებით მოქმედებდა, რათა პანდემიის პირობებში ფილიალებში რიგების განტვირთვა მომხდარიყო, ახლა კი, როცა პენსიონერები თანხას გრაფიკის მიხედვით იღებენ, მისი არსებობის საჭიროება აღარ დგას.

„2020 წლის 1 სექტემბრამდე, პენსია ირიცხებოდა ყოველი თვის 14 რიცხვში. ამ პერიოდში, ბანკის სერვის ცენტრებში რიგების განტვირთვის მიზნით და ბანკის ინიციატივით, შეიქმნა დროებითი პროდუქტი „პენსია ჩარიცხვამდე“, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს, თვის 1-დან 13 რიცხვამდე, სიმბოლურ ფასად აეღო მხოლოდ მომდევნო თვის პენსია.

2021 წლის პირველი სექტემბრიდან, პანდემიის რისკების გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დადგინდა პენსიის გაცემის ახალი წესი, რაც ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე პენსიის ინდივიდუალური გრაფიკით გაცემას ითვალისწინებს. შესაბამისად, რომ არ მომხდარიყო პროდუქტების დუბლირება, პროდუქტმა „პენსია ჩარიცხვამდე“ შეწყვიტა არსებობა.

ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „პენსია ჩარიცხვამდე“ იყო ფასიანი პროდუქტი (15-დან 80-თეთრამდე), ხოლო ინდივიდუალური გრაფიკით პენსიის მიღება არის სრულიად უფასო.

პენსიის ინდივიდუალური გრაფიკით გაცემის ინიციატივის მთავარი მიზანი ასაკოვანი მოქალაქეების უსაფრთხოება და კომფორტია. თითოეულ პენსიის მიმღებ პირს, პენსიის მიღების ინდივიდუალური თარიღის შემოწმება შეუძლია ვებ გვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში“, - ნათქვამია ლიბერთი ბანკის განცხადებაში.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

1618407036

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

1618406467

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

1618406258
პუტინს მეორე აცრა
გაუკეთეს

პუტინმა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გაი...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პ...

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფ...

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

1618403506
ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორი კორონავი...

ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორში არსებულ სტეროიდს კოვიდ 19-ის მწვავე სიმპტომების თავიდან აცილება შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.