მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვის პრეზიდენტი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე განცხადებას აკეთებს

ლიეტუვის პრეზიდენტი

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„100 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, 30 წლის წინ კი აღიდგინა ის. დღეს მას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს.

ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს მის გზაზე. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია დიალოგი საზოგადოებაში“,- წერს იგი Twitter-ზე.

ინფორმაციისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

დამოუკიდებლობის დასაცავად საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა ხუთი კვირა მიმდინარეობდა.

25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.