მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი

ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეულთაგან, კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრობაზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა 3800 ადამიანს, სხვა ბაზრობებზე კი 200-მდე ადამიანის ტესტირებაა დაგეგმილი.

„ეპიდემიოლოგიური კვლევიდან გამომდინარე, სხვა ბაზრობებზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება, თუმცა ვაპირებთ თბილისში, სხვა ბაზრობებზე, 200-მდე ადამიანის ტესტირებას. ასევე, გავაგრძელებთ კვლევას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები შეგროვდება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. ე.წ. დინამოს ბაზრობაზე კვლევა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში 31 ივლისს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ჯამში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1168 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 940 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 17 გარდაცვლილი.