მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლილოს დასახლებაში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - არის მსხვერპლი

ლილოს დასახლებაში გაზი აფეთქდა

ლილოს დასახლებაში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა, რის შედეგადაც, ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

PIA.GE -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სადარბაზოდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე კორპუსის მდგრადობის შესასწავლად მერიის შესაბამის სამსახურს ელოდებიან.