მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას, რომ საიდანმე გააძევონ, მე აქეთ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ქუთაისში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება აქციის მონაწილეთათვის მიუღებელი იყო, მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის აქციიდან გააძევეს, შეურაცხმყოფელია. მისი თქმით, არავის მისცემს უფლებას, რომ საიდანმე გააძევონ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ მათთვის არასასურველი სტუმარი იყო და თავად გაერიდა სიტუაციას.

„დიახ, ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შეურაცხმყოფელი, რაც მოხდა იმ აქციაზე, ქუთაისის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ინციდენტის 100-ობით ადამიანი აკვირდებოდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმ მომენტში.

ახლა რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, მე პირადად იძულებული ვხდები, ვუპასუხო ჩემი პატივისცემის მიუხედავად ყველა იმ ახალგაზრდის, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. აქ ამ აღნიშნულ განცხადებაში წერია, რომ მაჩალიკაშვილი გააძევეს, ესეც ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას, რომ საიდანმე გააძევონ. მე მგონი მაგის ძალა შემწევს. მაჩალიკაშვილი გაერიდა იქაურობას. თვითონ მიხვდა რაშიც იყო საქმე, პროვოკაციას უმზადებდნენ, მათთვის არასასურველი სტუმარი იყო.

მე ჩემი თავის საიდანმე გაძევების უფლებას არავის მივცემ და ბოლოს ეს ჩემთვის პირველი შეურაცხყოფა არ არის და არც ახალი ამბავი. ამ 4 წლიანი ჯოჯოხეთურ გზაზე მე აქეთ გიხდით ბოდიშს თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით და თხოვნა მექნება, ამ თემაზე არავინ ისაუბროს მეტი და, ასევე, თხოვნა მექნება, ამ პოსტზე შეურაცხმყოფელი კომენტარები არ გაკეთდეს. დრო იტყვის თავის სათქმელს. გამარჯვება, მშვიდობა გქონოდეთ“ - - წერს მაჩალიკაშვილი.

ინფორმაციისთვის, გავრცელებულ ფაქტს გამოეხმაურა „რიონის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი, მან კონკრეტული პირების აქციიდან გაძევების საკითხი უარყო და განაცხადა, რომ დაუკავშირდა მალხაზ მაჩალიკაშვილს და აუხსნა, რომ ამ ამბავთან მათ კავშირი არ აქვთ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ვარლამ გოლეთიანი: დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, ვემიჯნებით მათ