საზოგადოება

მაჭავარიანი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ივანიშვილის შენატანია, კომპენსაციას მოხმარდება

ვანო მაჭავარიანის განცხადება ბიუჯეტზე
22:46 06.08
დაკოპირებულია

როგორც მინისტრმა აღნიშნა, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა ასახულია ბიუჯეტში და მისი მიზნობრიობა სწორედ პანდემიის გამო მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებებს უკავშირდება.

„დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მილიონი ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

მისი თქმით, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტი, გაზრდილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, იქნება ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ბავშვთა სოციალური მდგომარეობის მხარდასაჭერად კრიზისის განმავლობაში.

ცნობისთვის, მთავრობამ დღეს, 6 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და მოზარდები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წარედგინათ

განიხილავენ თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნ...

განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლლობის საქმეს ნაფიცი...
ირანის დედაქალაქ თეირანის პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ვი...
03:00
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ორგანიზაცია IPSOS-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, „...
22:12 20.09
კასპში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მანქანის ხელოსანს წარსულში, თავდაცვის მიზნით, ორი ადამიანი ჰყავ...
21:46 20.09
„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად...
21:09 20.09
ტვენტე სევილი ოფიციალურად: აბურჯანია ოვიედოს ღირსებას დაიცა...
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია კარიერას ოვიედოში გააგრძელებს. ესპანურმა კლუბმა ა...
21:03 20.09
19:11 20.09
ილჰამ ალიევი: სომხები ახალი ომისთვის ემზ...
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სომხე...
მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სად...
„არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპ...
კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვ...
„ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათ შორის უმთავრესია ოკუპაცია...