მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი: ძალაში შედის უმუშევრად დარჩენილებისთვის 1200 ლარიანი დახმარება

ფინანსთა მინისტრის ბრიფინგი 2020

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგეს, 1200 ლარიანი დახმარება ძალაში შევა. 

მინისტრის განმარტებით, დახმარებას მიიღებენ ის პირები, ვინც 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით 2 თვის განმავლობაში მაინც მუშაობდა და სამსახური დაკარგა დეკემბერში, ან 2021 წლის იანვარში.

„მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზე, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გაგრძელდება 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში. მათ ვინც სამსახური დაკარგეს 2020 წლის დეკემბერში, ან 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢 ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან დაწესდა

💢გიორგი გახარია: დაიწყო აღრიცხვა იმ ადამიანების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ