საზოგადოება

„მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია“ - ირაკლი ბენდელიანი

მერის მოადგილე
1618408446
დაკოპირებულია

მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია.

„სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა და მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე, მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობა შეიქმნა, გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია.

ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება. ის, რომ რისკები დღეს უფრო მეტადაა შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შპს სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს წარმომადგენლის პეტერ ნიუმანის განცხადებით, აუცილებელია ყველამ გაითავისოს, რომ პირველ რიგში ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები.

„ჩვენ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მივიღეთ გადაუდებელი ზომები. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი მოვლენა არის დინამიკური და ცოცხალი ორგანიზმის მქონე. აუცილებელია სწრაფი ზომების მიღება. არ არის გათვლებისა და გეგმების დასახვისთვის საკმარისი დრო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძიებების კომბინაცია. მათ შორის მასების ნაწილის ამოღება-მოხსნა, ჩატარდა

გარკვეული გამაგრების და გაბურღვის სამუშაოები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელის თაობაზე გამართული დისკუსია იყო უადგილო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო“, - განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სამუშაოები არის ორად გაყოფილი. პირველია გადაუდებელი აუცილებლობის, ხოლო მეორე ემსახურება სტაბილიზაციასა და მეტ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მისივე თქმით, უკვე დაიგეგმა მეორე ეტაპის სამუშოებიც, რისთვისაც დეტალური ექსპერტული პროექტია საჭირო.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ის მზად უახლოეს პერიოდში იქნება და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება გამაგრების სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

თბილისის მერიის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან.

ამავე თემაზე:

„ნახევარ მლნ კუბს ვერ გაამაგრებენ“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

1620803086

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242
კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117
გია აბაშიძე: Facebook-მა დაბლოკა „მთავარ...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაა, თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომელიც ფეისბუკმა დაბლოკა.

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროე...

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ბრუნდება, ჭიათურ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.