მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მადლობა შალვას და შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას! - მამუკა მდინარაძე

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი შალვა ბედოიძე Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სპეცოპერაციის წარმატებულად დასრულებისთვის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს შალვა ბედოიძეს მადლობას უხდის.

„დღეს შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია!
მადლობა შალვას და შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას!!!“, - წერს მდინარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, 16 აპრილს, დაახლოებით, დღის 13:00 საათზე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

დაახლოებით, ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს.

ამავე თემაზე:

🔴 ვინ არის „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი

🔴 თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - უახლესი ამბები (Live)