მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ბუწაშვილი: სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა დაუსაბუთებელია და აუცილებელი არ იყო

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზების ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ შეცვლის.

მისი თქმით, ადამიანებს დღესასწაულის აღნიშვნის საშუალება სახლებშიც აქვთ და ღია სივრცეში მათი გასვლა პრობლემა არ იქნებოდა.

„ცოტა დაუსაბუთებელია სასაფლაოებთან დაკავშირებული რეგულაცია. ეს ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან მწვავედ აღქმადი გახდა. ეს არის ღია სივრცე, სადაც ძირითადად, ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომლებიც ისედაც კონტაქტში არიან ხოლმე და ეს შეზღუდვა არ არის პრობლემის გადამჭრელი. ვფიქრობ, აუცილებელი არც იყო.

იგივე ადამიანები, შეიძლება დახურულ სივრცეში და სახლებში შეიკრიბონ დღესასწაულის აღსანიშნავად“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულის დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილი იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„წელსაც მოგვიწევს აღდგომა მოკრძალებულად აღვნიშნოთ“ - ტიკარაძე

აღდგომის ღამეს „კომენდანტის საათის“ მოქმედების დრო იცვლება

მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისამდე არ იმოძრავებს