მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი ტიპის შეკრება, განსაკუთრებით ისეთი, სადაც არ ხდება წესების დაცვა, პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას

ვიცე-პრემიერი

„რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც არ ხდება წესების დაცვა, ხდება წესების დაცვის უგულებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ აქციებს, ისე ნებისმიერი სახის თავყრილობებს, მაგალითად რესტორნებში, ან რომელიმე სხვა სივრცეში“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტვ „იმედის“ „ღია ეთერში“. 

მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას.

„ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება, განსაკუთრებით ისეთი, სადაც არ ხდება წესების დაცვა, პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. ჩვენ ვხედავთ დღეს ვირუსის გავრცელების ძალიან მაღალ ტემპს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან ერთად იმ ძალიან მაღალ მობილობასთან, რომელიც გვქონდა არჩევნების წინა პერიოდშიც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც.

რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც არ ხდება წესების დაცვა, სადაც ხდება წესების დაცვის უგულებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება პოლიტიკურ აქციებს, მაგრამ ასევე ეხება ნებისმიერი სახის თავყრილობებს, მაგალითად რესტორნებში, ან რომელიმე სხვა სივრცეში, სადაც წესების უგულებელყოფა ხდება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.