მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის

მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარიას განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მცხეთა-მთიანეთის ეპარქიის სხდომაზე მასთან დაკავშირებით, ის პოზიციას არ შეიცვლის. 

მისი თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები იმ ხალხზეა დამოკიდებული, რომელიც მიტროპოლიტ სტეფანეს გაწვევას ითხოვს.

„მე მაქვს, რა თქმა უნდა, უფლება და ვარაუდის საფუძველიც, რომ ეს დავუკავშირო ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებს და ამ თემის გადაფარვის მცდელობას, ვინაიდან განცხადებები, რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და რა ვერდიქტიც იქნება გამოტანილი, ეს იმ რეალობას ვერ და არ შეცვლის.

ეს იმდენად შეუჩერებელი პროცესია იმ ხალხის სამართლიან მოთხოვნაზე, რომლებიც ითხოვენ, რომ არაკანონიერად გამწესებული მიტროპოლიტი სტეფანე იქნას გაწვეული და იმ საკითხებზე მსჯელობა დაწყებული, რასაც უკვე თითქმის 2 წელიწადია ითხოვენ, ითხოვენ სამართლიანად, არა რამე რევოლუციას, არამედ საეკლესიო კანონმდებლობით სასამართლოს გამართვას“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მღვდელ-მონაზონ ანდრიას(სარია) ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული განცხადებები განიხილება.