მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამა პეტრე: ყველაზე მეტად საეკლესიო მმართველობაშია ფესვგადგმული საბჭოთა რეჟიმის მენტალობა

მამა პეტრე ეზოში

დღეს, 12 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომასა და საეკლესიო მმართველობის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სინოდის სხდომა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის მთავარი განსახილველი თემა დავით გარეჯი იქნება.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ სინოდის სხდომა 14 ოქტომბერს, არა უგვიანეს ოქტომბრის შუა რიცხვებისა უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, სხდომა უნდა იყოს გამჭირვალე და მედიამ მასზე დასწრება უნდა მოითხოვოს.

„ჩანს, რომ ყველანაირი კრიტიკული და მამხილებელი აზრი იდევნება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მეტად საბჭოთა სისტემაა. ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საბჭოთა რეჟიმის მენტალობა დღევანდელ საეკლესიო მმართველობაში.

ის რომ მღვდელმთავრება რეპლიკის სახით აღიარეს რომ სინოდი უნდა შეიკრიბოს და იქ უნდა მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა სამართლიანია. რჯულის კანონის თანახმად მეორე სინოდი უნდა ჩატარდეს 14 ოქტომბერს ან ოქტომბრის შუა რიცხვებში“, - აღნიშნა მამა პეტრემ.