მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამა პეტრე ცაავა: ორივე უპასუხისმგებლოა, ხელისუფლებაცა და საპატრიარქოც

მამა პეტრე ეზოში

"ორივე უპასუხისმგებლო გვყავს დღეს საქართველოში ხელისუფლებაცა და საპატრიარქოც. ამიტომ საზოგადოებამ, მორწმუნე ადამაინებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, რადგან ისინი გვეუბნებიან, თქვენს სინდისზე იყოს ყველაფერი. სინდისი არის პატარა ღმერთი და აი ამ პატარა ღმერთს მოუსმინონ, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას წავიდნენ ეკლესიაში, თუ არა",- ამის შესახებ მამა პეტრე ცაავამ განაცხადა.

მისი თქმით, წმინდა წერილის თანახმად, მორწმუნემ ყოველი დღე ისე უნდა გაატაროს, როგორც უკანასკნელი და სიკვდილის არ უნდა ეშინოდეს.

"წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი ჩვენგანი ვირუსის პოტენციური მატარებელია. შეიძლება თავად ადვილად გადაიტანოს, მაგრამ თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს, მივა ტაძარში და დააავადებს სხვას თუ არა. ეს ბოროტებაა, როცა დამიანი ფიქრობს, თუ მე არ გადავრჩები, მაშინ ქვა ქვაზე არ დარჩენილა. ეს არამართლმადიდებლური აზროვნებაა",- აღნიშნა მამა პეტრემ.